ჯოზეფ ბორელი – საქართველომ უკვე დააჩქარა რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა შემცირდეს პოლიტიკური წნეხი, დაძაბულობა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში მიუთითებს, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია ქვეყანამ.

ამის შესახებ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოგესალმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი აქ, ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ. ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში.საუბარი, რაც გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მიერ იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ამასთან, ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად სამოქალაქო სექტორის ყველა მონაწილე იყოს ჩართული პროცესში.

„თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. იმისთვის, რომ ცხრა ნაბიჯი იყოს შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა, თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, გვინდა, ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსა და უკრაინას, მათი დაპირისპირებით, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს