ჯოზეფ ბორელი: საქართველო კარგად მიდის

“საქართველო კარგად მიდის. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან არის ძალიან პოზიტიური. მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სვლა”, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან გააკეთა.

ბრიუსელში დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. ბორელმა კითხვაზე, იქნება თუ არა მიმდინარე კვირა წარმატებული საქართველოსთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ასე უპასუხა: „საქართველო კარგად მიდის. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან არის ძალიან პოზიტიური“. „მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სვლა“.

რაც შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, მსოფლიოს ამ ნაწილში ბევრი რამ ხდება. მთელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელარუსი, უკრაინა, კავკასია. კარგი ახალი ამბავი არის ის, რომ საქართველო წინ მიიწევს წევრობისკენ. სომხეთში არსებული მდგომარეობა საჭიროებს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას. განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამ მხარდაჭერის გაზრდა და როგორ გავაგრძელოთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩვენს დღის წესრიგში დატოვება, რადგან ეს არის ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი და ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი მსოფლიოში, სადაც ცხელი წერტილები იზრდება“, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიგალში მოკლული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე – ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – საქართველოს „ყველაზე დიდმა მეგობარმა“ ორბანმა სიურპრიზები თუ არ მოგვიწყო, კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს