ჯოზეფ ბორელი – ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ევროკავშირის კარი ღიაა, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას

ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას“,-წერს ბოერლი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია – საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
შემდეგი სტატიაპარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ განცხადება