“ჩვენ გამოვუცხადეთ ევროკავშირის ღრმა მწუხარება იულია ნავალნაიას.ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ ალექსეის გარდაცვალების გამო.როგორც იულიამ თქვა, პუტინი რუსეთი არ არის. რუსეთი არ არის პუტინი ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ,-წერს ჯოზეფ ბორელი პლათფორმა x-ზე.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც პირობა დადო, რომ ქმრის საქმეს გაგრძელებს.
„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მოგიწოდებთ თქვენ, დადგეთ ჩემ გვერდით, გაიზიაროთ არა მხოლოდ უბედურება და უსასრულო ტკივილი, რომელმაც მოგვიცვა და არ გვტოვებს. მე გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემთან ერთად მრისხანება. მრისხანება, ბრაზი, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. არ არის სირცხვილი ცოტას გაკეთება, სირცხვილია არაფრის კეთება, სირცხვილია, მისცე საკუთარი თავის შეშინების საშუალება“, – განაცხადა ნიულია ნავალნაიამ.