ჯოზეფ ბორელი – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, გვინდა, ამ მიმართულებით კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ მეტი ნაბიჯი ვნახოთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

აღნიშნული ბგანცხადება მან ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ საერთო ფასეულებებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, რადგან ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ, მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა, გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ იბრძოლოს ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ, ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი ვნახოთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

banner
წინა სტატიაშიოლივერ ვარჰეი: შევთანხმდით, მიზანია – საქართველო ევროკავშირში მოხვდეს
შემდეგი სტატიაჯოზეფ ბორელი – საქართველომ უკვე დააჩქარა რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები, რათა შემცირდეს პოლიტიკური წნეხი, დაძაბულობა