ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. როგორც ის X-ზე წერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს მისი მეხუთე ვიზიტია კიევში.
“უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა იყო ჩემი პერსონალური პრიორიტეტი ჩემი მანდატის პერიოდში და ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში დარჩება”, – წერს ბორელი.