ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი აპირებს, უკრაინას სამხედრო დახმარება დამატებით 500 მილიონი ევროთი გაუზარდოს.

მედიის ინფორმაციით, ბორელმა ეს განცხადება გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.

აღნიშნული დახმარების პაკეტი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.

banner
წინა სტატიაში14 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება
შემდეგი სტატიაადამიანი აღარ არსებობს ფაქტობრივად, გაქრა, ასეთი შთაბეჭდილება მაქვს – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე