ჯოზეფ ბორელი – ჩვენ რუსული ომის მანქანის დაფინანსება უნდა შევაჩეროთ

ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრულიად დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღდმეგ სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებთ შეთანხმება მიღწეული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

“ჩვენ ყველას ვუბიძგებდით იმისათვის, რომ დღეს შეთანხმებას მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება გვექნება. ჩვენ რუსული ომის მანქანის დაფინანსება უნდა შევაჩეროთ”, – აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა “განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა” იარაღის მიწოდებითა და სანქციების დაწესებით.

“სანქციები უკვე დიდ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას”, – დასძინა ბორელმა და აღნიშნა, რომ ზაფხულში რუსეთისთვის “ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნება”.

რაც შეეხება სურსათს, ბორელის თქმით, “რუსეთი ხორბალს იყენებს როგორც იარაღს, როგორც ომის იარაღს”.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეიძლება, რომ “აშიმშილოს მსოფლიო”. ბორელის თქმით, უკრაინაში ამჟამად ჩარჩენილი 20 მილიონი ტონა ხორბლის ექსპორტი “იოლი არ იქნება” და საჭიროა “რუსეთთან შეთანხმება”.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის პრეზიდენტი – უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსი რჩება პრიორიტეტად
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონმა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა