ჩვენ გვინდა, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსა და უკრაინას, მათი დაპირისპირებით, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კითხვა დაუსვეს საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობებზე.
როგორც ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობა უნდა იყოს.
„კარგი განწყობა უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობებში. მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას შემდეგი, ეს დიდი ამბავია, გრძელი, ხანგრძლივი ამბავია. არავის სერიოზულად ეს არ მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან ან სხვა პირების მხრიდან“, – განაცხადა ბორელმა.
ღიაა კარი, როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის, – ამის შესახებ ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს.
„ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით“, – განაცხადა ბორელმა.