ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის ვიცე პრეზიდნეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს დემოკრატიულ ლიდერობას მთელ რეგიონში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “ქართული ოცნების” ძლიერი უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი მმართველობა უნდა იყო ინკლუზიური, ხელი უნდა გაუწოდოს რეფორმის მხარდამჭერ ყველა ძალას, როდესაც ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას.

“ბაიდენმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოიყენოს არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასასგრძელებლად, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს”,-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკი არ არის
შემდეგი სტატია“ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან