24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ჯოზეფ აუნი: ლიბანის გადასარჩენად ავირჩიე ისრაელთან მოლაპარაკება

The Times of Israel-ი წერს, რომ ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის განცხადებით, ისრაელთან მოლაპარაკებები განცალკევებულია ნებისმიერი სხვა მოლაპარაკებისგან.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ლიბანის გადასარჩენად აირჩია.

„ლიბანს ორი ვარიანტი აქვს: ომის გაგრძელება მისი ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური და სუვერენიტეტის შედეგებით, ან მოლაპარაკებები ამ ომის დასრულებისა და მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად. მე მოლაპარაკება ავირჩიე და იმედი მაქვს, რომ ლიბანის გადარჩენას შევძლებთ“, – აღნიშნა ლიბანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ლიბანის მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ვაშინგტონში ყოფილი ელჩი საიმონ კარამი უხელმძღვანელებს. აუნის მტკიცებით, ისრაელთან მოლაპარაკებები მიზანი ისრაელის ოპერაციების შეჩერება, ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფნის დასრულება და ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის ლიბან-ისრაელის საზღვარზე განლაგების ნებართვის მიცემაა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით: ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას
შემდეგი სტატიაირანში ორი მამაკაცი, ისრაელთან დაკავშირებულ „ჯაშუშურ ქსელში“ მონაწილეობისთვის სიკვდილით დასაჯეს