ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან თითქმის ორი კვირის თავზე, ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნი ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
პრეზიდენტი გმობს „ისრაელის მხრიდან მიმდინარე დარღვევებს“ სამხრეთ ლიბანში და აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, გრძელდება საცხოვრებელი სახლებისა და საკულტო ნაგებობების დემონტაჟი.
აუნის თქმით, ყოველდღიურად იზრდება დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა.
ლიბანის ლიდერი ითხოვს საერთაშორისო ზეწოლას ისრაელზე, რათა ამ უკანასკნელმა პატივი სცეს საერთაშორისო კანონებს და შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, მედიკოსებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე.
















