„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან

GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“გამომდინარე მომხმარებლის ინტერესებიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი გოგირდის აბანოების მფლობელებთან და შეათანხმოს მათი გადახდის გრაფიკი.

კომპანიის პოზიციის თანახმად, ტარიფი, რომლის გათვალისწინებითაც „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“ გოგირდის აბანოებს გადასახადს არიცხავს, არ არის განსხვავებული, არამედ არის იგივე, რაც ერიცხება დედაქალაქის მასშტაბით ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტს, მათ შორის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო ორგანიზაციებს”.

შეგახსენებთ, რომ აბანოებისთვის გადასახადის გაზრდის შემდეგ, დაწესებულების ხელმძღვანელებმა 17 მარტამდე ვითარების შეცვლა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუქცნიორირების შეწყვეტას გეგმავდნენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს გზებზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია