“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გოგირდის აბანოების ხელმძღვანელების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

კომპანიის მენეჯმენტის აზრით, დღეს გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ არ ისარგებლონ პრივილეგიებით სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით.

“ამ ორგანიზაციებმა გადასახადი უნდა გადაიხადონ იმავე ტარიფით, რაც დაწესებულია სემეკის მიერ და რასაც იხდის ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი დედაქალაქში, მითუმეტეს, რომ ტარიფი თბილისში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში. კომპანიის მენეჯმენტის აზრით, აბანოებისთვის ადრე ზეპირსიტყვიერად დაწესებული ტარიფი დღეს ადეკვატური აღარ არის და ისინი სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს დანარჩენი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის მსგავსად უნდა დაემორჩილონ”, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: მეგობრობა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში გამიჯნული უნდა იყოს
შემდეგი სტატიაკომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა