„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის ქ. N80-თან წყალმომარაგების 900 მმ-იანი მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბარნოვის ქ. N72-დან N80-მდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე ხვალ, 4 თებერვლის, დილის, 09:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, „ეს-ემ-ეს“ შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით “, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზურაბ დათუნაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს