“ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროში მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, “ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

“ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიუცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს-მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაერო-ს ანგარიშში ასახულია პროგრესი