იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.
„მიუღებელია მოსკოვში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. იტალიის მთავრობა მტკიცედ და სრულიად გმობს ამ საზარელ ტერორისტულ აქტს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს ჯორჯია მელონი.