ჯორჯ სოროსი: პუტინი კაცობრიობის წინაშე დანაშაულებებს ჩადის

14593727_652803971546460_152923001_nამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა მოუწოდა მსოფლიოს მოსახლეობას, რომ გამოხატონ საკუთარი აღშფოთება პუტინის წინააღმდეგ, რადგან მან დაასრულოს ,,კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი დანაშაულებების ჩადენა,,
,,რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ასადის რეჟიმის მხარადსაჭერად, სირიაში ქმნის ისტორიული მასშტაბის ჰუმანიტარულ კატასტროფას,, აცხადებს სოროსი, რომლის აზრითაც პუტინი, აგრესიულად გამოიყენებს დარჩენილ 4 თვესაც, რომელიც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ინაგურაციამდეა დარჩენილი, რათა ახალ პრეზიდენტს უკვე ახალი რეალობა დახვდეს სირიაში, რომლის მიღებაც მოუწევს.
,,როდესაც ფაქტები ბოლომდე დადასტურდება, პუტინის მიერ განხორციელებული ალეპოს დაბომბვები, განიხილება როგორც გაუგონარი სამხედრო დანაშაული თანამედროვე მსოფლიოს წინააღმდეგ,, აცხადებს ჯორჯ სოროსი.

banner
წინა სტატიაშიოდესაში სააკაშვილის განთავისუფლება დააანონსეს
შემდეგი სტატიაქუთაისში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა