ჯორჯ კენტი: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაინახა საფრთხე, რომ არსებობდა ოპოზიციის ლიდერის დაკავების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ პრინციპულად გადადგა

ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა მომდევნო კვირას. მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტორნული სამაჯური. საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ კანონის უზენასობის დაცვის აუცილებლობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდნაშაულო არავინაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტიმ განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს გაკეთდა 8 მარტის შეთანხმებით.

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაინახა საფრთხე, რომ არსებობდა ოპოზიციის ლიდერის დაკავების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ პრინციპულად გადადგა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის. სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა მომდევნო კვირას. ბატონმა მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ეს საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს მათ გააკეთეს შარშან, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო არჩევნების ჩატარებას შეცვლილი პირობებით, რომელზეც ყველა შეთანხმდა. ასე რომ, საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია მიზანშეწონილად მიიჩნევს აფხაზეთის საკითხებზე დროებითი საპარლამენტო კომისიის მოწვევას
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: ეუთო-ს ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე სერიოზული ხარვეზი