ჯორჯ ჰარისონის სიტარი 62 600 დოლარად გაიყიდა

სიტარი, რომელიც ეკუთვნოდა ლეგენდარული   “ბითლზის” წევრს ჯორჯ ჰარისონს, აშშ-ი აუქციონზე  62 600 დოლარად  გაიყიდა.
ეს ინდური მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც კალკუტაშია დამზადებული, ჰარისონმა 1965 წელს შეიძინა ლონდონში.
სააუქციონო სახლის ხელმძღვანელობა არ ასახელებს მყიდველის ვინაობას.
ჯორჯ ჰარისონი ინდური მუსიკალური ინსტრუმენტით დაინტერესდა ცნობილი კომპოზიციის Norwegian Wood -ის ჩაწერის პროცესში. სწორედ მაშინ შეიძინა მან სიტარი.
ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC
banner
წინა სტატიაშიტრაგედია მუმბაიში დიდი რაოდენობის მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთისგან ავანსი მიიღო