ჯორჯ ბუშ-უფროსის დასაფლავებაზე ამერიკის ხუთი პრეზიდენტი შეიკრიბა

დღეს ამერიკა თავის 41-ე პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ-უფროსს გამოეთხოვა, რომელიც პარასკევს 94 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. დასაფლავების ცერემონიას აშშ-ს პოლიტიკური მოღვაწეები ესწრებოდნენ, მათ შორის, აშშ-ს ხუთი პრეზიდენტი, ასევე, სხვა ქვეყნის ლიდერებიც.

ექს-პრეზიდენტები ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი, ბარაკ ობამა და ასევე, დონალ ტრამპი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, გარდაცვლილი ლიდერის ვაჟი და აშშ-ს 43-ე პრეზიდენი ჯორჯ ბუშ-უმცროსი კი სიტყვით გამოვიდა – წერს “ამერიკის ხმა”

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის “ტვიტერზე” დაწერა: “ეს დასაფლავება არ არის. ეს დადი ადამიანისთვის პატივის მიგებაა, რომელმაც გრძელი და გამოჩენილი სიცოცხლით იცხოვრა. ჩვენ ის მოგვენატრება”.

ჯორჯ ბუშ-უფროსს საკუთარი მეუღლის, ბარბარა ბუშის გვერდით ტეხასის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაასაფლავებენ.
დონალდ ტრამპმა 5 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ დამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საუდის მემკვიდრე პრინცთან დაახლოვებული პირების დაკავებაზე ორდერი გასცეს
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა