ჯონსონმა ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში მიიწვია

დიდი შვიდეულის სამიტის დროს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მისთვის პატივი იქნება ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტით მიღება, თუ უკრაინის პრეზიდენტი შეძლებს, რომ დროებით დატოვოს თავისი ქვეყანა.

ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი ლიდერები იყვნენ ერთიანები პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაში.

„ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველაზე მძიმე მომენტში, თავისი ქვეყნისა და გლობალური სოლიდარობის ხელმძღვანელობით, აბსოლუტურად საოცარი სამუშაო შეასრულა“, – თქვა ჯონსონმა ბრიტანულ ITV News-თან ინტერვიუში.

Sunday Times-მა ადრე იტყობინება, რომ ბრიტანეთის კაბინეტი განიხილავს დიდ ბრიტანეთში ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის სრულ პროგრამას, დედოფალთან შეხვედრის ჩათვლით.

გამოცემის ცნობით, ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას ასევე სურს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბროს პარტიის კონფერენციაზე ოქტომბერში.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები ცდილობენ, დააშინონ ქვეყნის მოსახლეობა რუსეთთან მოახლოებული ბირთვული ომით – ზახაროვა
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები ძალებს სლავიანსკის მიმართულებით კრებენ