ჯონსონმა ლონდონში დემონსტრანტების მიერ ჟურნალისტის დევნაზე კომენტარი გააკეთა

“ბიბისის” პოლიტიკურ რედაქტორს ნიკოლას ბატის დაუნინგ-სტრიტზე დემონსტრანტები, რომლებიც კოვიდ-შეზღუდვების ერთი თვით გაგრძელებას აპროტესტებდნენ, გამოეკიდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში მოხვდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა “სამარცხვინო” უწოდა მომხდარს. ვიდეოში აქციის მონაწილეები ჟურნალისტს მისდევენ და შეურაცხყოფას აყენებენ – “ბიბისი” წერს.
შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს მოხდა. აგრესიულ დემონსტრანტებს ფიზიკური ძალა არ გამოუყენებიათ. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაფრანგეთში IKEA ჯაშუშობისთვის 1 მილიონი ევროთი დააჯარიმეს
შემდეგი სტატიაპიცუნდაში ადგილობრივებთან კონფლიქტში ორი რუსი ტურისტი დაჭრეს