ჯონსონი-ზელენსკის შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

ერმაკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ბორის ჯონსონთან ერთად განიხილეს უკრაინისთვის, მძიმე შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება, ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთის ფედერაციაზე სანქციებით ზეწოლა და უსაფრთხოების გარანტიები.

“ბორისთან განვიხილეთ მძიმე იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობა, უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერა, რუსეთზე სანქციების გაზრდილი ზეწოლა, კერძოდ, საერთაშორისო მაკფოლ-იერმაკის ჯგუფის წინადადებები, ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის მიერ, ჩვენი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვება დამოუკიდებლობის ომში“ – წერს ანდრეი ერმაკი.

banner
წინა სტატიაშირეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა
შემდეგი სტატიაარ ვიტყოდი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული მომავლის დასასრულია, მაგრამ ის, რომ დიდი ხნით გადავადდა გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ეს ფაქტია – ნინო ბურჯანაძე