ჯონსონი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია.

LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვლადიმერ პუტინის დაბრუნება გლობალურ ასპარეზზე, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა უპასუხა:

„მოკლე პასუხი არის არა. არავითარი ხელახლა ნორმალიზაცია და გაერთიანებული სამეფო ძალიან მკაფიოა ამასთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ჯონსონმა.

banner
წინა სტატიაშირელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს დღესასწაულს ულოცავს
შემდეგი სტატიარუსეთში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი