ჯონსონი: საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ წიაღისეულის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად გაფორმდეს. ჯერ კიდევ არის გზა მშვიდობისკენ

დროა, რომ გონება დავამშვიდოთ და გავიხსენოთ, რომ აშშ და უკრაინა ერთ მხარეს არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკი სამი წლის განმავლობაში გმირულად უდგას სათავეში თავის ხალხს რუსეთის სრულიად არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ.

უკრაინელების სიმამაცე საოცარია, ხოლო მათი ტანჯვა – შემაძრწუნებელი.

სწორედ ისინი იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერასა და გულწრფელ პატივისცემას.

საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ წიაღისეულის შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად გაფორმდეს. ჯერ კიდევ არის გზა მშვიდობისკენ.

დიდება უკრაინას!,-წერს X-ზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

banner
წინა სტატიაში3 მარტი SOLO-ში – საგაზაფხულო შეთავაზებები მომხმარებლებს City Mall საბურთალოსა და City Mall გლდანში
შემდეგი სტატიაკოკა თოფურია: Gnomon wise-ის (UG-სთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი) ჟურნალი – GEOpolitics, ჰარვარდისა და იელის ბიბლიოთეკებმა გამოიწერეს!