ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ინდოეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინს ჰყავს უზარმაზარი არმია. მას ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია აქვს, რადგან მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ერთადერთი ვარიანტია, რომელიც მას აქვს, გააგრძელოს არტილერიით მართული თავისი თავზარდამცემი, სასტიკი მიდგომის გამოყენების მცდელობა, რათა სცადოს უკრაინელების დამარცხება“, – აღნიშნა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რა სამხედრო უპირატესობა შეიძლება, მოიპოვოს პუტინმა მომავალ რამდენიმე თვეში. მისივე განცხადებით, ის ვერ დაამარცხებს უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას.

წინა სტატიაშიირპენში სამმა რუსმა ოკუპანტმა ბავშვის თვალწინ დედა და 15 წლის და გააუპატიურა – დენისოვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს მიაწვდის