დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაგმო კრემენჩუკზე რუსული სარაკეტო თავდასხმა,-ამის შესახებ მან ბავარიაში G7-ის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც ვარდება რუსეთის ლიდერი“, – თქვა ჯონსონმა.