ჯონსი: თურქეთის, დასავლეთისაგან დაშორება არასწორი პოლიტიკაა

,,თურქეთი გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ყველასათვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა,, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ჯონსმა თურქეთის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობის კომისიის სხდომაზე, მის მიმართ დასმული შეკითხვების დროს ისაუბრა. ჯონსონსმა, საუდის არაბეთის პრინცის, მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის განცხადება იმის თაობაზე რომ „ზომიერ ისლამზე“ გადადიან, შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს მთელი მსოფლიოსათვის სასარგებლო იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სურთ რეფორმების და მოდერნიზების საკითხში საუდის არაბეთს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
მან მიანმარში, როჰინჯიელების კრიზისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იქ მყოფი მუსლიმანებიდან 600 ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს მოაშორეს რა, ამ საკითხის დროულად მოგვარებაა საჭირო. ბორის ჯონსონმა, ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში თურქეთის მიმართ დამოკიდებულებაც შეაფასა და განაცხადა: „თურქეთის, დასავლეთისაგან დაშორება და აღმოსავლეთისკენ ბიძგი არასწორი პოლიტიკაა. დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის და მეგობრობის დამყარების მსურველ ევროატლანტიკურ ქვეყნებში მილიონობით თურქი ცხოვრობს. ჩემის აზრით თურქეთის დასავლეთისგან დაშორება შეცდომაა. იგი გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ყველასათვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა“

banner
წინა სტატიაშიპუტინი ერდოღანთან შეხვედრისთვის ემზადება
შემდეგი სტატიათურქეთში გაზი გაიაფდება