ჯონდი ბაღათურიას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საზოგადოებრივი აქციის ორგანიზება ეფექტურად არ მიაჩნია

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას არ შეუერთდება.

„საშიში საქციელი ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და ამას პასუხი უნდა. ამის პასუხია საზოგადოების კონსოლიდაცია და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. არ მიმაჩნია ეფექტურად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რაიმე საზოგადოებრივი და მასიური აქციის ორგანიზება. რადგან საზოგადოებას ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებები და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაქვს კარგი გამოცდილება ბრძოლის და ოპონირების. „ნაციონალები“ აუცილებლად შემოიტანენ განხეთქილებას ერთობაში. დღეს ჯობია ტრადიციული ღირებულების მქონე პოლიტიკური ძალების შეკრება მოხდეს, ფორმატი შეიქმნას და ამ ფორმატმა გაუწიოს ორგანიზება საზოგადოების კონსოლიდაციას. მე ძალიან გამიჭირდება „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება ეფექტური. მე აქციას დღეს არ შევუერთდები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებამ მოახერხა და მთელი ოპოზიციური სპექტრი გაგვაერთიანა”
შემდეგი სტატიაივანიშვილის თამაშ ჰქვია “ყველაფერი ან არაფერი”-ჭიაბერაშვილი