ჯონათან კაცი : საქართველოში საარჩევნო ცვლილებების არდამტკიცებით ვაშინგტონში იმედგაცრუებულნი არიან

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 10:37

ჯონათან კაცი : საქართველოში საარჩევნო ცვლილებების არდამტკიცებით ვაშინგტონში იმედგაცრუებულნი არიან

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი, ჯონათან კაცი ამბობს, რომ ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებები “რომლებიც ასეთი საჭირო იყო”, ჩავარდა. კაცის კომენტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

“ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი”,-თქვა მან.

“ქართულმა ოცნებამ” 24 ივნისს გაცემული პირობა არ შეასრულა, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციები განახლდა, ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები კი გაერთიანდნენ.

ოპოზიციური ფლანგი და სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” მთავარ მოთხოვნაზე – ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდა.

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 15, 2019 10:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics