ჯონათან ჯანოგლი-ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი“,- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
შემდეგი სტატიარობერტ აჯიაშვილი ქართველი ებრაელების ისტორიულ წერილზე გაეროში(1969)  და შიმშილობაზე მოსკოვში ( 1971)