,,ჯონ სნოუ” დაქორწინდა – სამეფო კარის თამაშების სრული შემადგენლობა შოტლანდიაში

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები დაქორწინდნენ. კით ჰარინგთონი და როუზ ლესლიმ ჯვარი შოტლანდიაში დაიწერეს. ცერემონია აბერდენშირის საგრაფოში გაიმართა, რის შემდეგაც ახალდაქორწინებულები ლესლის მამის კუთვნილ ვარდჰილის ციხესიმაგრეში გაემგზავრა.

ლიმუზინის ნაცვლად მათ Land Rover-ი ემსახურებოდა.

ქორწილს მსოფლიოში ცნობილი სერიალის სხვა მსახიობებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ემილია კლარკი, პიტერ დინკლეიჯი, სოფი ტერნერი და მეისი უილიამსი.

ბრიტანელმა ჰარინგთონმა და შოტლანდიელმა ლესლიმ ერთმანეთი 2012 წელს „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებებზე გაიცნეს. ჰარინგთონი სერიალის მთავარ გმირს ჯონ სნოუს ასახირებს, ხოლო ლესლი კედლის მიღმა მცხოვრებ ირიტს, რომელსაც სნოუ შეუყვარდება.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვაზე 4 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგად ქვიშხეთში დაიტბორა