გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის შვილმა ჯიმ მაკკეინმა „რესპუბლიკელებიდან“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ჯიმ მაკკეინმა ტრამპი არლინგტონის სასაფლაოზე ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტის გარშემო აგორებული სკანდალის გამო გააკრიტიკა.
ეროვნული გვარდიის 158-ე ქვეითი პოლკის დაზვერვის ოფიცერი, ლეიტენანტი ჯიმ მაკკეინი ამბობს, რომ ტრამპის ქცევა არლინგტონის სასაფლაოზე გარდაცვლილი სამხედროების მიმართ უპატივცემულობა იყო.
მან CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპის საქციელის გამო აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა „დემოკრატების“ კანდიდატს მისცეს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ექსლიდერმა ვირჯინიის სასაფლაოც მოინახულა. როგორც ცნობილია შესაბამისი კანონით აღნიშნულ ლოკაციებზე პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება დაშვებული არ არის.
დონალდ ტრამპმა კი საფლავზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.