ჯონ მაკკეინი: რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს

„რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს,” – ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას,“ – ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.

სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა დემოკრატიის მშენებლობაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობის.

„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს,“ – ამბობს ის.

ამასთან, ის საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ “შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
შემდეგი სტატიაინციდენტი ჟვანიას მოედანზე – რესტორანში ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა