ჯონ კირბი – „ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს

თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას ეხმაურება, სადაც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება.

„ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ 240 მძევლის გარდა, კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – აღნიშნა მან.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ისრაელელ კოლეგებს, იყონ რაც შეიძლება ფრთხილები „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიშისას, რათა თავიდან აიცილონ მეტი სამოქალაქო ტრაგედია.

banner
წინა სტატიაშიოსტინი – აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ განახორციელა დარტყმები იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში
შემდეგი სტატია„ჰეზბოლას“ ლიდერი – ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი გამოიწვიოს