ჯონ კირბი: დახმარება იარაღის მიწოდებაზე რეკორდული სიჩქარით მიდის

შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას. ჯონ კირბი, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ამბობს, რომ იარაღის გადაცემა რეკორდული ტემპით მიმდინარეობს.
ინფორმაციას უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.
“დახმარება (იარაღის მიწოდებაზე – რედ.) რეკორდული სიჩქარით მიდის და შეერთებული შტატები უკრაინასთან მუდმივ მოლაპარაკებებს აწარმოებს “, – ხაზგასმით აღნიშნა კირბიმ.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება გაეწევა იმ მომენტამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დავეხმაროთ დაიცვან თავი და დაიბრუნონ ტერიტორიები, განსაკუთრებით აღმოსავლეთში და სამხრეთში“, – დასძინა კირბიმ

banner
წინა სტატიაშიევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ – ჰარცელი
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცი : რუსეთის ფედერაციას უნდა ესმოდეს, რომ მას არ აქვს უფლება მიაღწიოს იმას, რაც სურს