ჯონ კირბი – აშშ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას არ გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს უკრაინისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარება, რომლის ბოლო ტრანშსაც ქვეყანა მიმდინარე კვირაში მიიღებს. ეს, ძირითადად, მცირე შეიარაღება იქნება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებული რვა პირიდან ოთხს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ოთხს კი საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ