ჯონ კირბი – არსებობს ქალაქ ავდეევკას დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს არ აქვთ საკმარისი იარაღი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ არსებობს უკრაინის ქალაქ ავდეევკას დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს არ აქვთ საკმარისი იარაღი. ამის შესახებ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ სიტუაცია ავდეევკაში კრიტიკულია. ვინაიდან რუსები აგრძელებენ ყოველდღიურ ზეწოლას უკრაინის პოზიციებზე, არსებობს საფრთხე, რომ ავდეევკა რუსეთის კონტროლის ქვეშ მოხვდება“, – აცხადებს კირბი.

მისი თქმით, დიდწილად ეს საფრთხე გამოწვეულია საარტილერიო ჭურვების ნაკლებობითა და რუსეთის ცოცხალი ძალის უპირატესობით.

„რადგან კონგრესმა ჯერ კიდევ არ მიიღო დამატებითი დახმარების პაკეტი, ჩვენ ვერ შევძელით უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რომლებიც მათ სჭირდებათ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, – აღნიშნა კირბიმ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცონ უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრონტის სხვა ადგილებშიც შესაძლოა, განმეორდეს ის, რაც ავდეევკაში ხდება.

banner
წინა სტატიაში„ხალხის ძალა“: გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული, რაც ადასტურებს, რომ გლობალურ ომის პარტიას გათვლებში ძალიან უჭირს
შემდეგი სტატიარუ­სე­თის ქა­ლაქ ბელ­გო­როდ­ში და­ბომბვის შე­დე­გად 7 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა