ჯონ კერიმ ეკვადორის საელჩოს ასანჟისთვის ინტერნეტის გათიშვა სთხოვა

4ეკვადორის მთავრობამ დაადასტურა, რომ Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს, რომელიც ლონდონში, ეკვადორის საელჩოშია, ინტერნეტზე წვდომა შეუჩერა. ეკვადრის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ, თავისი სუვერენული უფლების განხორციელების ფარგლებში, ასანჟს ინტერნეტთან წვდომა დროებით, ან ნაწილობრივ შეუჩერა.
ცნობა იმის შესახებ, რომ ასანჟს ინტერნეტი გაუთიშეს, 17 ოქტომბერს, Wikileaks-ის “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
„უკანასკნელ კვირაში Wikileaks-მა ისეთი ტიპის მასალები გამოაქვეყნა, რომელსაც აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედება შეუძლია. ინფორმაციების გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა Wikileaks-ზეა. ეკვადორი ინარჩუნებს პრონციპს, არ ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში,” – ნათქვამია ეკვადორის ოფიციალურ განცხადებაში.
ადრე, Wikileaks-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს გენერალურმა მდივანმა, ჯონ კერიმ ეკვადორს სთხოვა ისე გააკეთოს, რათა ასანჟმა ჰილარი კლინტონზე დოკუმენტების პუბლიკაცია შეწყვიტოს. ინფორმაციაზე კომენტარებისას კერიმ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.
შეგახსენებთ: უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში Wikileaks-მა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონზე მამხილებელი მასალები გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს
შემდეგი სტატიასირიამ ყირიმი რუსეთის განუყოფელ ნაწილად აღიარა