ჯონ კერი “ნაციონალურ მოძრაობასა” და “თავისუფალ დემოკრატებს” შეხვდა

დღეს დილით საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ჯონ კერის სასტუმრო რედისონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები შეხვდნენ.
ენმ-ს ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მისი თქმით ჯონ კერისთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდებოდა ყურადღება:

„ცხადია არჩევნებამდე სამი თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს, ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდა პროცესები და არჩევნები, ამიტომ ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია დემოკრატიის თვალსაზრისით.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ვარშავის სამიტის წინ ამერიკის მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება თავისუფალმა დემოკრატებმაც:

„მოგეხსენებათ, ბატონი კერი თბილისიდან უკრაინაში მიფრინავს, ეს არის წინა დღეები ნატოს ვარშავის სამიტამდე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა, ინტეგრაციულ პროცესებში,“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჯონ ქერის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
შემდეგი სტატია”არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში და ამას აშშ–დან მიექცევა სათანადო ყურადღება”