ჯონ ბასის აზრი არ მაინტერესებს! ივანიშვილი საუკუნის პატრიოტია – ირმა ზავრადაშვილი

ჯონ ბასის აზრი არ მაინტერესებს! – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას.

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე გამოკვეთილი პატრიოტი. შეიძლება ითქვას, საუკუნის პატრიოტი და ერთხელ და სამუდამოდ, თქვენც, ჯონ ბასმაც და ყველამ დაიმახსოვრეთ. არ მაინტერესებს ბასი რას ამბობს, ქართველი ხალხი რას ამბობს, ეს არის მნიშვნელოვანი. ის ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი წირავს 2012 წლიდან მოყოლებული და დაასრულეთ რა… ჯონ ბასის აზრი რატომ უნდა მაინტერესებდეს? მე მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი და ქართველი ხალხის აზრი ასეთი არ არის. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება საქართველოში მანამ, სანამ ამას ქართველი ხალხი არ გადაწყვეტს”, – ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები “ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია”.

banner
წინა სტატიაშიGlobal Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში
შემდეგი სტატიარა სახის დაზიანება მიადგა ალავერდის სამონასტრო კომპლექსს სტიქიის შედეგად – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება