ჯოხარ დუდაევის ვაჟი თავისი გვარის ებრაული წარმოშობის შესახებ

36 წლის დეგი დუდავევმა, რომელიც იჩქერიის მოკლული ლიდერის, ჯოხარ დუდაევის შვილია, კადიროველების მიერ მამამისის მიმართ განხორციელებულ მორიგ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა. მანამდე ჩეჩნეთის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აჰმედ კელიმატოვმა თქვა, რომ ჯოხარ დუდაევი წარმოშობით ებრაელი იყო. მისი ინფორმაციით, დუდაევები დერბენტიდან ჩასახლდნენ ჩეჩნეთში და 1944 წელს კაზახეთში ჩეჩნების გადასახლებაშიც მონაწილეობდნენ. “ებრაელი-დუდავი ჩვენს ხალხს იმაზე ნაკლებად არ ეყვარებოდა, ვიდრე დუდაევი-ჩეჩენი” – თქვა კელიმატოვმა.

დეგი დუდაევის ინფორმაციით, მათ გვარს წმინდა ჩეჩნური წარმომავლობა აქვს. “ადვილია თავს დაესხა ხალხს, ვინც ცოცხალი არ არის. ეს კადიროველების მერამდენე თავდასხმაა. ყველაფერს მოკლულებს აბრალებენ და ეს მორიგი პროპაგანდაა. ამის სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ… ყოველშემთხვევაში, ოდესმე ამისთვის მოვთხოვთ პასუხს. პასუხს ყველა შემთხვევაში მოსთხოვენ თავიანთი მოქმედების გამო. ამ მიწაზე თუ არა, ცაში ყოვლად მაღალი, ინშალლა” – თქვა ჯოხარ დუდაევის ვაჟმა – აზერბაიჯანული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიპეკინი თავის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს აშშ-ში არ ისწავლონ
შემდეგი სტატიანინო ჩხეიძე და Nio band ხვალ ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავენ