Johnson & Johnson ვაქცინის შემოტანაზე ორი მიმართულებით ვმუშაობთ – გაბუნია

gulis eleqsiri

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრო Johnson & Johnson-ის ვაქცინის შემოტანის მიზნით, ორი მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა COVAX პლატფორმა და ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმი.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის შემოტანის ვადები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

“რაც შეეხება Johnson & Johnson ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ კოვაქსის პლატფორმის გზით და ასევე ევროკავშირის ვაქცინების გაზიარების მექანიზმი. ვაქცინების დოზები და შემოტანის ვადები დაზუსტდება უახლოეს ვადებში და როგორც კი დაზუსტდება, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშიბაღდავაძის გათავისუფლება განსხვავებული აზრის საფუძველზე, დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – SJC
შემდეგი სტატიაპარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატები აჭარაში