Johnson & Johnson-მა ევროპისთვის ვაქცინის მიწოდება დროებით შეაჩერა

კომპანია Johnson &Johnson-მა ევროპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასშტაბური მიწოდება დროებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც აშშ-ს რეგულატორმა პრეპარატის გამოყენება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი გახდა აცრილ პაციენტებში თრომბის განვითარდა.

კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად გადახედავს მონაცემებს და ევროპის ვაქცინით მომარაგებას დროებით შეაჩერებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Johnson &Johnson-ის ვაქცინით აცრიდან 6-13 დღეში 6 ადამიანს ვენებში თრომბი განუვითარდა. ყველა შემთხვევა დაფიქსირდა 18-48 წლის ასაკის ქალებში, ერთი კი გარდაიცვალა.
აშშ-ში უკვე 6,8 მილიონი ადამიანი აიცრა Johnson &Johnson-ის ვაქცინით. მათგან უმეტესობას გვერდითი მოვლენები საერთოდ არ ჰქონია, ან უმნიშვნელოდ გამოიკვეთა ის. “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევებზეა საუბარი, თუმცაღა, ვაქცინის უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია” – რეგულატორის წარმოამდგენელმა ჯენერ ვიდოკმა აღნიშნა გადაწყვეტილების კომენტირებისას.

ევროკავშირში ვაქცინის პირველი პარტია გუშინ, 12 აპრილს, ვაქცინის დამტკიცებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: რადგანაც ოდესელი ვარ, ოდესას ბოლო წუთამდე დავიცავ
შემდეგი სტატიამაკრონი და ზელენსკი პარიზში 16 აპრილს შეხვდებიან