Johnson & Johnson-მა ევროპაში ვაქცინის მიწოდება განაახლა

ჯონსონის ვაქცინა

კომპანია Johnson & Johnson-მა ევროპაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მომარაგება განაახლა მას შემდეგ, რაც გუშინ ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაქცინის სიკეთე მისი მოხმარების პოტენციურ რისკს აღემატება – Reuters-ი წერს.

ადრე აშშ-ს რეგულატორის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ვაქცინის გამოყენება შეაჩერა თრომბოზების იშვიათი შემთხვევების გამო, Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დროებით შეწყვიტა ევროპულმა მარეგულირებელმაც. აშშ-ში ვაქცინის მიმღები 7 მილიონი პირიდან რვა ადამიანს იშვიათი თრომბოზი განუვითარდა, მათგან ერთი კი დაიღუპა. ევროპის წამლების სააგენტომ გუშინ გაავრცელა, რომ ვაქცინასა და თრომბოზს შორის კავშირი არსებობს, მაგრამ ვაქცინის გამოყენების სიკეთე მის პოტენციურ რისკს აღემატება.
ჩეხეთმა და ნიდერლამდებმა დღეიდან Johnson & Johnson–ის ვაქცინით აცრები განაახლეს.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია: 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული
შემდეგი სტატიაევროკავშირმა სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად წინასწარ შეთანხმებას მიაღწია