ჯობია, შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით – ზავრადაშვილი

რატომ გჯერათ ვარჰეის? სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ასე ემუქრებიან – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ევროკომისრის განცხადებას, რომელმაც კობახიძე სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულა.

ზავრადაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს – აცალეთ, ყველაფერს გააკეთებენ, ნუ ჩქარობთ, დაელოდეთ ყველაფრს გაიგებთ – ამბობს ზავრადაშვილი.

“ჯობია, შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით და არა მარტო მუქარა, არამედ აღიარებაც. ასეთი განცხადებაც იყო აღიარების ნაწილი და მეტი არაფერი და სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის პირველ პირს ასე ემუქრებიან. საიდან იცით, რომ მეგობრული რჩევა იყო, ეკონტაქტეთ? რატომ გჯერათ ვარჰეის და არ გჯერათ კობახიძის? გარკვევით გითხრათ ქვეყნის პირველმა პირმა ყველაფერი”, – ამბობს ზავრადაშვილი.

banner
წინა სტატიაში26 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელი აპირებს, რომ ამ შეშლილ ადამიანებს გადაყვეს – დეკანოიძე