ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეიწავლოს.
“მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. მე ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობებით, ხელი შეეშალა არჩევნებისთვის. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს რეალურია, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს.
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”, – ვკითხულობთ უილსონის განცხადებაში.