ჯო უილსონი: “ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებითა და მადუროს დაკავებით ამერიკელთა სიცოცხლე დაიცვა”

“ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებითა და მადუროს დაკავებით ამერიკელთა სიცოცხლე დაიცვა”, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ამერიკის ხელისუფლების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციას.

როგორც უილსონმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, ახლა უკვე შესაძლებელია იმ კომუნისტური პარტიის დაშლა, სადაც პუტინი, ირანი, კუბა და ჩინეთი მოიაზრებიან.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ნარკოკარტელების შეჩერებითა და მადუროს დაკავებით ამერიკელთა სიცოცხლე დაიცვა. ახლა უკვე შესაძლებელია პუტინის, ირანის, კუბისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ქსელის დაშლა და იმ დიქტატორების გამოაშკარავება, რომლებიც იარაღის ძალით მართავენ ქვეყნებს და იჭრებიან დემოკრატიებში, სადაც კანონის უზენაესობა მოქმედებს. გაყალბებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულმა არალეგიტიმურმა რეჟიმებმა საქართველოსა და ბელარუსში ახლა უნდა ჩაატარონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები!” – წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.

banner
წინა სტატიაში“გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიისა და დანიის ხალხებს, მათი გადასაწყვეტია, რა სურთ, საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია” – საფრანგეთის საგარეო უწყება
შემდეგი სტატია“აბსოლუტურად უაზრობაა საუბარი შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლების საჭიროებაზე” – დანიის პრემიერი დონალდ ტრამპს პასუხობს