ჯო უილსონი – საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს.

„მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს ვილსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიგაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს
შემდეგი სტატიალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა, დადგა დრო, იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა